კომპანია Marvel-ის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში სერიალის Daredevil პრომორგოლი გავრცელდა, რომელშიც ჩნდება წარწერა: „ლიუდმილა – პუტინის გარეშე“. ვიდეოში კომიქსის გმირები ნიუ-იორკის შენობების სახურავზე დგანან, კედელზე კი ნაწილობრივ დაფარული წარწერა: „ლიუდმილა – პუტინის გარეშე“ ჩანს.
ცნობილია, რომ სერიალის წინა სეზონში რუსული მაფიის კრიმინალური გარჩევები ფიგურირებდა, ამიტომ გამორიცხული არაა, რომ კონკრეტულად ეს ფრაზა შემთხვევით ამოარჩიეს და დიზაინერმა ინტერნეტიდან პირველივე შემხვედრი ფოტო აიღო, – წერს უცხოური მედია. თუმცა მანამდე ფრაზა „ლიუდმილა – პუტინის გარეშე“ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა კონტექსტში აქტიურად გამოიყენებოდა.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]
Prev Post
Next Post
სხვა სიახლეები