დე ნირომ ტრაიბეკის ფესტივალის რეპერტუარიდან სკანდალური ფილმი ამოიღო

ცნობილმა ჰოლივუდელმა მსახიობმა რობერტ დე ნირომ ტრაიბეკის ფესტივალის პროგრამიდან, რომლის დამფუძნებელი და თანათავმჯდომარე თავად არის, სკანდალური ფილმი – Vaxxed: From Cover-Up to Catastrophe ამოიღო. დე ნიროს თქმით, ფილმის ზოგიერთი მომენტი საკამათოა და მისი ჩვენება მიზანშეწონილი არ არის.

დოკუმენტური ფილმის რეჟისორია ენდრიუ უეიკფილდი. კინოსურათი ვაქცინაციას და აუტიზმს შორის კავშირზეა.

როგორც რობერტ დე ნირო ამბობს, აუტიზმის პრობლემა მისთვის „ძალზე პირადულია“, ვინაიდან ამ სენით მისი 18 წლის შვილი ელილოტია დაავადდა.

„თავდაპირველად ფილმის ჩვენების მომხრე ვიყავი. მაგრამ Tribeca Film-ის ფესტივალის გუნდთან ამ საკითხის განხილვისას ჩვენ გამოვიტანეთ დასკვნა, რომ ეს ფილმი დისკუსიას ხელს არ შეუწყობს“, – განაცხადა დე ნირომ.

კომენტარები

სხვა სიახლეები