წვეულებაზე მიდიხართ და დალევას აპირებთ? ყურადღებით იყავით, ნასვამ მდგომარეობაში თქვენ მიერ ჩადენილი სისულელეების ამსახველი ფოტომასალა მთელმა მსოფლიომ არ იხილოს. ამისგან არც ბრედ პიტი და არც ქეით მიდლტონი აღმოჩნდნენ დაზღვეულები.
20. ავრილ ლავინი
არაყის დასალევად ავრილს ჭიქაც არ სჭირდება. პირდაპირ ბოთლიდან – უფრო გემრიელია.
19. ემა უოტსონი
ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ მსახიობს საერთოდ უყვარს წვეულებები. ემამ უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა, ითამაშებს დისნეის ფილმში „ლამაზმანი და ურჩხული“. ამ სურათზე კი ვხედავთ გაწითლებულ ემას, რომელმაც ერთი-ორი ჭიქა ლუდი უკვე დალია.
18. ქეით მიდლტონი
წყვილი მანქანაში ერთ-ერთი წვეულების შემდეგაა გადაღებული. ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა! – სახეზე აწერიათ.
17. ბრედ პიტი
ასეთი ნასვამიც კი საყვარელია!
16. პამელა ანდერსონი
როგორც ყოველთვის, პამელა გულწრფელია. მასთან ნებისმიერი საღამო ცხელი იქნება!
15. საიმონ კოუელი
ტელეწამყვანმა იმდენ მომღერალს მოუსმინა American Idol-ზე, რომ არ დაელია, გაგვიკვირდებოდა.
14. ამანდა სეიფრიდი
მსახიობი ფილმის – Мамма MIA! ბრიტანული პრემიერის აღსანიშნავი წვეულების შემდეგ. ფილმში ამანდამ ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა.
13. ჩარლი შინი
ყველამ იცის, რომ შინს წლების მანძილზე მოუწესრიგებელი სექსუალური ცხოვრება ჰქონდა, ის სვამდა და ნარკოტიკებს იღებდა.
12. ჯოდი მარში
მოდელი ხშირად იღებს სურათებს შიშველი მკერდით, მას საკუთარი ტელეშოუც აქვს. როცა დალევს, ფოტოების გადაღება პოლიციელებთანაც ძალიან უყვარს.
11 . რიანა
მომღერლის საცურაო კოსტიუმს ბობ მარლის პორტრეტი ამშვენებს, ხელში კი ლუდის ბოთლი უჭირავს. რიანას არა მარტო მუშაობა, არამედ დასვენებაც კარგად სცოდნია.
10. ადამ სენდლერი
იმ საღამოს მსახიობს აშკარად გაუმართლა!
9. ლინდსი ლოჰანი
ლინდსი ყველა ჰოლივუდურ წვეულებაზე ჩნდება. ის არაერთხელ დაუკავებია პოლიციას, მას ალკოჰოლთან აშკარად პრობლემები აქვს.
8. ეისლეინ ჰორგან-უოლასი
ბრიტანული შოუს „დიდი ძმის“ ვარსკვლავი ისე დაიღალა სიცილით, რომ იატაკზეც კი ჩამოჯდა მაღაზიაში. თუმცა რეპუტაციაზე ზრუნვაც არ დავიწყებია – სახე პიჯაკით დაიფარა.
7 . ჯორჯ ქლუნი
ეს ფოტო გადაღებულია, როცა მსახიობი ჯერ კიდევ უცოლო იყო. იმ ღამეს ჯორჯმა რამდენიმე კლუბში მისვლა მოასწრო.
6. ქეითი ვეისელი (X-Factor-ის ვარსკვლავი)
ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ საკუთარი დაცემაც კი სასაცილოა!
5. ჰოლი უილობი
ტელეწამყვანს და მოდელს ტეკილას ჩაცლილი ბოთლის გვერდით დაეძინა.
4. ლედი გაგა
ეს სურათი დილის 6 საათზეა გადაღებული. გარეთ ციოდა, თუმცა გახურებულ მომღერალს ჟაკეტიც კი არ სჭირდებოდა.
3. ბიონსე
Jay Z სახეზე ყველაფერი აწერია: ცოლს ზედმეტი მოუვიდა, სახლში წასვლის დროა. იმ ღამეს ბიონსე ვერც კი იჯდა ნორმალურად.
2. კიმ კარდაშიანი
ვის აკვირვებს კიმი არყის ბოთლიდან დალევით, უცნობია. თუმცა მას სახეზე აწერია, რომ სასმელი არ მოსწონს.
1. პერის ჰილტონი
პერის ჰილტონი ადრე ისე სვამდა, რომ ღებინებას ძლივს იკავებდა, კლუბიდან კი მისი დაცვის წევრებს გაჰყავდათ.