ნარკოტიკის გასაღება ინტერნეტით და დაღუპული მოზარდები

აკრძალული პრეპარატებით ვაჭრობის ონლაინბუმი და ნარკოტიკები, რომლებსაც ხალხი ინტერნეტით ყიდულობს. ამ ფაქტს ამერიკა სამი წელია ებრძვის. „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნდა სტატია, სადაც საიტი Silk Road „შავი ბაზრის“ ერთგვარი Amazon იყო.

ფედერალებმა მისი დახურვა შეძლეს იმ იმედით, რომ ინტერნეტით ვაჭრობას ბოლო მოეღებოდა. მაგრამ გაჩნდა არა ერთი საიტი, საიდანაც შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად გამოიწერო ნარკოტიკი. ამ საიტებზე 18 000 სახის ნარკოტიკს შეხვდებოდით, დღეს ეს რიცხვი ორმაგად გაიზარდა. ნარკოტიკის ინტერნეტით ვაჭრობამ საქართველომდეც მოაღწია. გამსაღებლები აკრძალული პროდუქტის გაყიდვას Viber-ით და Skype-ით ახერხებენ.

ე.წ. ნარკოტიკი „ბიო“ დღესაც ხელმისაწვდომია, რომლის შედეგადაც დაიღუპა 2 ახალგაზრდა და ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა ასობით მოზარდს. ის შეიცავს ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს, რომელიც აზროვნების უნარს აქვეითებს. ერთი შეხედვით, ნარკოტიკის ინტერნეტით გასაღება უნდა შეწყდეს. თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც მის დასაცავად სერიოზული არგუმენტები აქვთ. ჟურნალისტ კონორ ფრიდესდორფის აზრით, ასეთი ვებგვერდების დახურვის შედეგად კრიმინალი გაიზრდება და სამყარო უფრო სახიფათო გახდება. მისი თქმით, მსგავსი საიტების არსებობა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სუფთა, მაღალი ხარისხის პროდუქტი იყიდოს. კონორის აზრით, ჯანმრთელობის დაზიანება და სიკვდილიანობა ამით უფრო მცირდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები