ახალი წლის დადგომამდე ორ კვირაზე ცოტა მეტი დრო დარჩა, მაგრამ საახალწლო სამზადისი ნელ-ნელა ძალაში შედის. შესაბამისად, ჩვენი საიტის ცდილობს მაქსიმალურად ოპერატიულად და აქტიურად მოგაწოდოთ ინფორმაციები, რომელიც დამდეგი ახალი წლის სწორად დახვედრაში და დღესასწაულო დღეების ორგანიზებაში დაგეხმარებათ.
2015 წელი რომელიც ოფიციალურდ 19 თებერვალს შემოაბიჯებს, ლურჯი/მწვანე თხის (ცხვრის) წელია. წლის მმართველ სტიქიად კი ხე ითვლება. აქედან გამომდინარე, სადღესასწაულო სუფრა შეგიძლიათ ტრადიციული, ქართული კერძების სიუხვით არ გადატვირთოთ და შედარებით უფრო მსუბუქი, ევროპული იერი მისცეთ მას.
თხას მწვანილეული და ბალახი უყვარს. შესაბამისად, საახალწლო სუფაზე კარგი იქნება თუკი რამდენიმე სახის სალათას, ფხალეულს და ბოსტნეულის ნაირსახეობას წარმოადგენთ. გარდა ამისა, იდეალური მიგნებაა ჩირეულისა და თხილეულის ასორტით სუფრის გალამაზებაც. მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ მაგიდაზე ნაკლებად იყოს წარმოდგენილი ხორცეული, განსაკუთრებით კი ცხვრის ხორცი.
სუფრის გაფორმებასა და სერვირებაში აქტიურად გამოიყენეთ ხის ან თიხის ჭურჭელი. შეგიძლიათ მაგიდაზე სხვადასხვა სახის ხისგან დამზადებული, დეკორატიული სამშვენისები და სუვენირებიც განათავსოთ.
თხის წელი აქტიურობისკენ მოუწოდებს ხალხს. თუმცა, აქტიურობა არ უნდა გადავიდეს ღრეობასა და კონფლიქტში. ამიტომ სასურველია, თუკი ახალი წლის ღამეს ოჯახთან და მეგობრების წრესთან ერთად გაატარებთ. ზომიერად მიირთმევთ სასმელს და მაქსიმალურად შეეცდებით, რომ საღამომ პოზიტიურ ემოციებში ჩაიაროს, ყოველგვარი ექსტრიმისა და კონფლიქტების გარეშე.
წყარო: astrologi.ge