ვინ დაასახელეს MTV Movie Awards – 2016-ის გამარჯვებულებად? (ფოტოკოლაჟი)
9 აპრილს აშშ-ში, შოუბიზნესის სფეროში, ერთ-ერთი ყველაზე მხიარული პრემია – MTV Movie Awards გაიმართა. ცერემონიის წამყვანები – კევინ ჰარტი და დუეინ ჯონსონი იყვნენ. ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე და ვინ დაიმსახურა ნანატრი პრიზი – პოპკორნის ჭიქის პატარა ქანდაკება?
ცერემონიის ტრიუმფატორი გახდა ფილმი „ვარსკვლავური ომები: ძალის გამოფხიზლება“ (Star Wars: The Force Awakens).
სურათმა სხვადასხვა ნომინაციაში 3 ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის წლის საუკეთესო ფილმი გახდა. სხვათა შორის, საუკეთესო ფილმის გამოცხადებისას სახალისო რამ მოხდა: ალექსანდრ სკარსგარდი სამუელ ელ ჯექსონთან ერთად პრიზის გადასაცემად სცენაზე სმოკინგში, მაგრამ შარვლის გარეშე გამოვიდა! თუ რატომ გააკეთა მან ეს, მსახიობმა მოკლედ და მარტივად ახსნა: „მე ტარზანი ვარ!“ და ამით მაყურებელს ბლოკბასტერის პრემიერის შესახებ შეახსენა.
საღამოს კიდევ ერთი გმირი – უილ სმიტი იყო. მას „თაობის პრიზი“ ერგო. ჯილდო სმიტს მისმა დიდი ხნის მეგობრებმა – ჰოლი ბერიმ და კუინ ლატიფამ გადასცეს. ნომინაცია „ქალის საუკეთესო როლის“ გამარჯვებული შარლიზ ტერონი გახდა (ფილმი „შეშლილი მაქსი: რისხვის გზა“), ხოლო საუკეთესო მამაკაცის როლისთვის, ლეონარდო დიკაპრიო ფილმში – „გადარჩენილი“ შესრულებული როლისთვის დააჯილდოვეს.
MTV Movie Awards-ის მთელი ცერემონია საინტერესო და სახალისო იყო, თუმცა საზოგადოების ყველაზე დიდი ყურადღება ფილმ „თვითმკვლელების რაზმის“ გმირებმა – ჯარედ ლეტომ, მარგო რობიმ და კარა დელევინმა მიიპყრეს. საყვარელი მსახიობების დანახვისთანავე ვარსკვლავებს აღფრთოვანებული ფანატები მივარდნენ. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.