დევიდ ბოუის დრამერი, მუსიკოსი დენის დევისი გარდაიცვალა

65 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიო როკსცენის ვარსკვლავი, ლეგენდარული დევიდ ბოუის დრამერი – დენის დევისი. დენის ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა, რომელსაც მუსიკოსი წელიწად-ნახევრის განმავლობაში ებრძოდა. ინფორმაცია დენის დევისის სიკვდილის შესახებ მუსიკოსის მეგობარმა და გარდაცვლილი დევიდ ბოუის პროდიუსერმა გაავრცელა. მან გაიხსენა დენი, როგორც მრავალხმრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი, „მაგარი და უბრალო ბიჭი“, პროფესიონალი და დიდი მუსიკოსი.
დენის დევისი წარმოშობით ნიუ-იორკიდან იყო, თუმცა მსოფლიო დიდება მან დიდ ბრიტანეთში დევიდ ბოუის ჯგუფის შემადგენლობაში მოიპოვა. ლეგენდარულ შემსრულებელთან დრამერი 1974 წლიდან და ბოუის სცენიდან წასვლამდე მუშაობდა. ის აქტიურად იყო ჩართული ჯგუფის ყველა მუსიკალური ალბომის შექმნაში. ბოლო დროს კი, როდესაც დენისი დაავადებას ებრძოდა, ის საკუთარი სოლო ალბომის შექმნაზეც მუშაობდა. სამწუხაროდ, მისი დასრულება და მელომანებისთვის შეთავაზება მუსიკოსმა ვეღარ მოასწრო. ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა შავკანიანმა დრამერმა კარიერის მანძილზე მსოფლიო როკმუსიკის ისტორიაში უდიდესი კვალი დატოვა, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

სხვა სიახლეები