სკარლეტ იოჰანსონმა Cosmopolitan-ის მაისის ნომრისთვის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ჰოლივუდის ვარსკვლავს სხვადასხვა სექსუალურ სამოსში ვიხილავთ, ჟურნალის ყდისთვის გადაღებულ სურათში კი მსახიობს ვარდისფერი კაბა აცვია და მკერდი საკმაოდ აქვს მოშიშვლებული.
ინტერვიუში სკარლეტ იოჰანსონი მოგვითხრობს, თუ როგორ დაუკარგავს თავი სიყვარულის გამო: „ეს დიდი ხნის წინ იყო. ჩემს ცხოვრებაში იყო მამაკაცი, რომელიც მუდმივად მიუღწეველი იყო და ეს საშინლად მიზიდავდა. რაღაც მომენტში გარკვეულ წერტილამდე მიდიხარ და ფიქრობ – მე საკუთარი თავი დავკარგე. რატომ ვდგავარ ბართან ღამის 1:30 საათზე, შეუჩერებლად ვწერ სმს-ებს იმ დროს, როდესაც ჩემი მეგობრები ერთობიან ბარში? და რატომ ვჯდები ტაქსში იმისთვის, რომ შევხვდე ასე გვიან? ეს მე არ ვარ, – სწორედ ამ მომენტში უნდა დაამთავრო ყველაფერი. სხვა შემთხვევაში ეს ურთიერთობები მთელ ძალას გამოგწოვენ“.
Next Post
სხვა სიახლეები