მაიკლ ჯექსონს ინდოეთში ძეგლი დაუდგეს

ინდოეთში პოპის მეფეს, მუსიკოსს და ქორეოგრაფს მაიკლ ჯექსონს ძეგლი დაუდგეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია BBC ავრცელებს. სამმეტრიანი ქანდაკება ჯექსონის ერთ-ერთმა ფანატმა შექმნა. ქანდაკების ავტორს ჩანდრასეკარამს მისი გაგზავნა მომღერლის რანჩოზე უნდოდა, თუმცა ამის განხორციელება ვერ მოხერხდა. ამიტომ ძეგლი ველსის უნივერსიტეტის ტერიტორიაზეა დადგმული.
ჯექსონის ქანდაკება 3,5 ტონას იწონის და მის შექმნაზე თვინახევრის მანძილზე 9 სპეციალისტი მუშაობდა. მოქანდაკეები ჯექსონის ათასობით სურათს ათვალიერებდნენ და მუდმივად უყურებდნენ კლიპს “Beat It” იმისთვის, რომ პოპის მეფის განთქმული საცეკვაო ილეთები ქვაში აღებეჭდათ. აღსანიშნავია, რომ ქანდაკებას ინდური დამახასიეთებელი კოლორიტი აქვს.

კომენტარები

სხვა სიახლეები