ვილ სმიტი პაპარაცებმა გამოიჭირეს, როდესაც ფეხმძიმე გოგოს კოცნიდა – ფოტო

ჰოლივუდის ვარსკვლავი ვილ სმიტი ნიუ-იორკში პაპარაცებმა ნაომი ჰარისთან ერთად დაინახეს. წყვილი ერთმანეთს კოცნიდა, თან ჰარისი ფეხმძიმედ იყო. ყველაფერი სკანდალურად ჩანდა, სანამ არ გაირკვა, რომ ვილ სმიტი თავისი ახალი ფილმის ერთ-ერთ სცენას მეწყვილესთან ერთად იღებდა. 47 წლის მსახიობი ახალ ფილმ „Collateral Beauty“-ზე მუშაობს. ფილმში ასევე მონაწილეობენ: კეიტ ვინსლეტი, კირა ნაიტლი, ედვარდ ნორტონი და ჰერენ  მირენი. ვილი აცხადებს, რომ პროფესიონალ მსახიობებთან მუშაობა მოსწონს და ეს მათი უკანასკნელი პროექტი არ იქნება.

 12935376_993449484025524_803796633_n 12969189_993449500692189_590085586_n

კომენტარები

სხვა სიახლეები