აშშ-ში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიების ტოპ-ათეული დასახელდა

სამსახურის მოძიების ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა საიტმა Glassdoor-მა აშშ-ში 2016 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიების რეიტინგი გამოაქვეყნა. როგორც პორტალის კვლევაშია აღნიშნული, შეერთებულ შტატებში მიმდინარე წელს ყველაზე მაღალ ანაზღაურებას ექიმები იღებენ.
1. ექიმი – 180 ათასი დოლარი წელიწადში;
2. იურისტი – 144 ათასი დოლარი;
3. კვლევების და გამოგონებების მენეჯერი – 142 ათასი დოლარი;
4. პროგრამული უზრუნველყოფის მენეჯერი – 132 ათასი დოლარი;
5. ფარმაცევტი – 130 ათასი დოლარი;
6. სტრატეგიული მენეჯერი – 130 ათასი;
7. პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი – 128 ათასი დოლარი;
8. ინტეგრალური სქემების ინჟინერი – 127 ათასი;
9. IT მენეჯერი – 120 ათასი დოლარი;
10. IT გადაწყვეტილებების არქიტექტორი – 120 ათასი.

კომენტარები

სხვა სიახლეები