სიცილისა და პოზიტივის კარნავალი თბილისში

მაისში მსოფლიო სიცილის დღეს აღნიშნავს. გასულ წელს ჟურნალისტების ინიციატივით ამ საერთაშორისო დღეს საქართველოც შეუერთდა. სიცილის დღე 3 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე კოსტიუმირებული, საკარნავალო მსვლელობით აღინიშნა. კარნავალი ამჯერად 15 მაისს, 14:00 საათზე რუსთაველის გამზირზე გაიმართება. სიცილის კარნავალზე ჯამბაზები, ზღაპრის გმირები, მუსიკოსები (6 კაციანი ბენდი) და საკარნავალოდ გამოწყობილ ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას. ასევე ივლიან „სიცილის ავტობუსები“, რომლებიც სიცილის სანაცვლოდ ტკბილეულით გაუმასპინძლდებიან მგზავრებს.
სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ინდოეთიდან ჩამოდის სიცილის მსოფლიო ლიდერი – მაგნო შავდია, რომელიც ხალხის განწყობაზე იზრუნებს. კარნავალს შეუერთდნენ სხვადასხვა სკოლები, უნივერსიტეტები, ცნობილი შოუმენები… მედიასაშუალებები. მზადდება სპეციალური ონლაინგადაცემები…
თეატრალური უნივერსიტეტის ახალგაზრდა რეჟისორები და მსახიობები დღესასწაულს გაალამაზებენ სხვადასხვა საკარნავალო წარმოდგენებით. სიცილის დღეს ადამიანებს გახალისებასთან ერთად საშუალება ექნებათ, სიცილით შეიძინონ ტკბილეული, გამაგრილებელი სასმელები, საკარნავალო აქსესუარები, ბავშვებმა – სათამაშოები. რუსთაველის გამზირზე მოეწყობა „სიცილის მინი ბაზრობა“, სადაც სიცილზე „გაიყიდება“ მხარდამჭერი კომპანიების მიერ მიწოდებული პროდუქცია.

R

12939140_10153611139194779_1765619422_n

12935385_10153611139209779_1897660713_n

კომენტარები

სხვა სიახლეები