მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი „ცეკვავენ ვარსკვლავების“ და “x ფაქტორის“ ერთსა და იმავე საეთერო დროში გასვლას „ქაჯობას“ უწოდებს.
მომღერალი შესაბამის პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„აი, ეს ერთმანეთზე დასმა და ერთმანეთის ჩათრევა, მთავარია, სხვა არ იყოს კარგად, გვღუპავს. ეს ქაჯობა ალბათ არასოდეს მიგვატოვებს („x ფაქტორზე“ – „ცეკვავენ“-ის დასმას ვგულისხმობ)… როგორც სურამში ნაზუქებია გამოფენილი ერთმანეთის ჯინაზე, აზრადაც არ მოსდის არავის, ამდენ ნაზუქში ვინმემ ხაჭაპური გამოაცხოს…
მზიანი დღეა და ყველას მშვიდობას გისურვებთ“,-წერს სტეფანე მღებრიშვილი.
სხვა სიახლეები