ანასტასია ვოლოჩკოვამ სახლში 3 მილიონი დოლარი გადაიხადა (ფოტოკოლაჟი)

 

ცნობილი რუსი ბალერინა ანასტასია ვოლოჩკოვა გასულ წელს საცხოვრებლად სამსართულიან სახლში გადავიდა. სახლი მოსკოვიდან 13 კილომეტრში მდებარეობს.

ბალერინამ სახლი ძველებურ სტილში კი არ მოაწყო, რაც მსგავს შემთხვევებში ხშირად ხდება, არამედ შეარჩია ინტერიერი მარმარილოთი და ანგელოზებით. რამდენიმე საძინებლის, კიბეების და უზარმაზარი სასტუმრო ოთახის გარდა, ბალერინის ოთახში საკუთარი თეატრიც კი არის. მაგრამ სახლის ძირითად სიამაყედ ანასტასიას თეთრი როიალი მიაჩნია, რომელიც მას მომღერალმა ნიკოლაი ბასკოვმა აჩუქა. ბალირინის სახლის ოთახების ფართობი 700 კვადრატული მეტრია.

კომენტარები

სხვა სიახლეები