საქართველოს პარლამენტის წევრი თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ მის სახეზე ნაიარევი ჩხუბს უკავშირდება, რომელიც დაახლოებით 18 წლის წინ მოხდა.
მისი თქმით, კამათის დროს ერთს დანა ეჭირა, მოიქნია და მას მოარტყა.
„ეს, დაახლოებით, 18 წლის წინ მოხდა და ალბათ, ოცი თვითმხილველი მაინც ჰყავს. რესტორნიდან გამოვდიოდით. ჩვენი სუფრის ერთ წევრს ვიღაც სამი კაცი ეშარებოდა. მივედი და გაშველება მინდოდა. თურმე, ერთს დანა ეჭირა ხელში. მოიქნია და მომარტყა. ძვალიც დამიზიანა. 53 ნაკერი დამადეს – სამფენიანი ჭრილობაა“, – აღნიშნავს დეპუტატი ჟურნალ “სარკესთან”.