ვუდი ალენი კანის კინოფესტივალს მესამედ გახსნის

კანის 69-ე კინოფესტივალს ვუდი ალენის ფილმი Cafe Society გახსნის. ფილმს საერთაშორისო პრემიერის კონკურსგარეშე ჩვენებაზე 11 მაისს წარადგენენ, თუმცა გადაღებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ალენის 46-ე ფილმზე ბევრი არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ კრისტენ სტიუარტისა და ჯეს ეიზენბერგის გარდა, ფილმში სტივ კარელი და ბლეიკ ლავლი მიიღებენ მონაწილეობას.
ვუდი ალენი ფილმს ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკში იღებს. მისი პროდუსერები ლეთი არონსონი, სტივენ თენენბაუმი და ედვარდ ვალსონი არიან. ალენისთვის უცხო არ 12921920_10207289002881042_1774806550_oარის მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ფესტივალის გახსნა. მისი ფილმებით კანის დაჯილდოება ორჯერ უკვე გაიხსნა.
რეჟისორმა 2002 წელს „ჰოლივუდის დასასრული“ წარადგინა, ხოლო 2011 წელს – „შუაღამე პარიზში“. ფილმები აუდიტორიამ, კრიტიკოსებთან ერთად ძალიან კარგად მიიღო. წლევანდელმა შემთხვევამ ვუდი ალენი, იმ პირველ და უკანასკნელ რეჟისორად აქცია, რომელიც კანის ფესტივალს მესამედ გახსნის. კანის ფესტივალისგან განსხვავებით, ცნობილი ინგლისელი რეჟისორი „ოსკარის“ დაჯილდოებებს არ ესწრება და საერთოდ არ ცნობს მას. მან მხოლოდ 2011 წლის 11 სექტემბერს დაარღვია ტრადიცია და დაჯილდოებაზე წარდგა.

კომენტარები

სხვა სიახლეები