პრინცები – უილიამი და ჰარი პრინცესა დაიანას ანდერძს საჯაროდ წაიკითხავენ

პრინცესა დაიანას გარდაცვალებიდან 19 წელი გავიდა. 2017 წელს მისი გარდაცვალებიდან 20 წელი შეს12421299_1161644010547108_2029294642_nრულდება, სწორედ ამ დღეს პრინცებმა- უილიამმა და ჰარიმ საქველმოქმედო საღამოს მოწყობა გადაწყვიტეს, საღამოდან შემოსული თანხით ისინი კენსინგის სასახლის ტერიტორიაზე ბაღს გააშენებენ. აქციისთვის სამზადისი უკვე დაიწყო.
ამავე საღამოს პრინცები შეკრებილ საზოგადოებას, პრინცესა დაიანას ანდერძს საჯაროდ წაუკითხავენ. პრინცესა დაიანა მთელ ქვეყანას ძალიან უნდოდა, მისი გარდცვალება არა მარტო მისი ოჯახისთვის, არამედ მთლიანად დიდი ბრიტანეთისთვის ტრაგედია იყო.
როდესაც პრინცესა გარდაიცვალა, მისი უმცროსი ვაჟი ჰარი ჯერ მხოლოდ 13 წლის იყო. დედის დაკარგვა მან ძალიან მტკივნეულად გადაიტანა. თუმცა დედის დაკარგვით გამოწვეულმა ტკივილმა მას ძალა მისცა, მისი დაწყებული საქმიანობა გაეგრძელებინა. ახლახან პრინცმა ჰარიმ ერთ-ერთ ინტერვიუში მისი ცხოვრების შესახებ გულახდილად ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მამობისთვის მზად არის.
„მე დარწმუნებული ვარ, დედა რომ ცოცხალი იყოს, ის მხარს დამიჭერდა და ისიც იოცნებებდა, რომ მისთვის შვილიშვილები მეჩუქებინა. იმედი მაქვს, ის ციდან გვიყურებს და ჩემით და ჩემი ძმით ამაყობს. ერთი სული მაქვს, ისე მინდა, მამა გავხდე“,- აცხადებს ჰარი.

კომენტარები

სხვა სიახლეები