ნინო ბაშარული თეა თუთბერიძის ფეისბუქპოსტს ეხმიანება, სადაც თუთბერიძე წერს: „მე მიყვარს ჩემი გეიპატრიარქი“. მომღერალი საზოგადოებას სთხოვს, არ მოახდინონ თუთბერიძის აზრების ტირაჟირება და ნურც ლანძღვას დაუწყებენ, რადგან, მისი თქმით, თუთბერიძეს ეს ლანძღვა აბედნიერებს.
„ვინმე თეა თუთბერიძეს თუ გადაეჩეხებით სადმე, გადაეცით ჩემგან, რომ სასწრაფოდ გათხოვდეს, თუ გათხოვილი არაა! და გააჩინოს ბევრი შვილი! რაც იბოდიალა, ეს მისი ყურადღების ცენტრში მოქცევის წყურვილია, ჩვენ ეს ვიცით და ბოლოსდაბოლოს მიხვდეს, რომ არც ნიჭიერება და არც სიბრძნე აქვს და ტყუილად ვარდება მენჯებიდან, რომ შევნიშნოთ… მაგას ჯობია, რაიმე ღირებული შექმნას! შვილი თუ არ ჰყავს, გააჩინოს რა! ვინმეს გავურიგებთ როგორღაც და დავაჯერებთ, რომ თეა მზეთუნახავია… ალბათ ძალიან ჩრდილშია, მიგდებულად გრძნობს თავს და ყველაფერს აკეთებს კვლავ ყურადღების ცენტრში მოსახვედრად. მისი მისამართით კარგი სიტყვით თუ არა, იქნებ ცუდი სიტყვების კორიანტელით იგრძნოს თავი სრულფასოვნად… მე ვთხოვ ყველა ჟურნალისტს და თანამოქალაქეს, რომ სოციალურ ქსელში ნუ ავრცელებთ მის მოჩმახულ დებილობებს პატრიარქზე, ნუ აღიზიანებთ ხალხს, რადგან მუტანტებზე აქცენტის კეთებით, გვავიწყდება მნიშვნელოვანი ჩვენს ქვეყანაში. პატრიარქს ბევრი ჰყავს თავისი მცველები, ხალხნო… თქვენი გინება ლანძღვებით აბედნიერებთ ამ „შიზოიდს“… რაც უნდა ის უთქვამს, დააიგნორეთ რა… ის არ არსებობს! მორჩა!“- წერს ნინო ბაშარული ფესიბუქის პირად გვერდზე.