ინგრედიენტები:
მანდარინი – 1 ცალი,
ხაჭო – 200 გრ.
იოგურტი – 125 გრ.
ბანანი – 1 ცალი,
ვაშლი – 1 ცალი,
კივი – 1 ცალი, თხილი.
მომზადების წესი: ხაჭო იოგურტს შევურიოთ. ბანანი, ვაშლი, მანდარინი და კივი გავფცქვნათ. მანდარინი გავაცალკევოთ, ხოლო ბანანი, ვაშლი და კივი მრგვალად დავჭრათ. დესერტი ფენებად ავაწყოთ: ჭიქაში ჯერ ხაჭოს მასა ჩავასხათ შემდეგ კივი, ხაჭო – ბანანი, ხაჭო – ვაშლი, ხაჭო – მანდარინი, ხაჭო და ბოლოს, დაფქული თხილი მოვაყაროთ.
Prev Post
სხვა სიახლეები