“ჩატაობამ” და სოციალური მედიის გამოყენებამ შესაძლოა „შემეცნებითი და მორალური დაკნინება“ გამოიწვიოს, ამტკიცებს ახალი კვლევა.
მკვლევარებმა აღმოაჩნეს, რომ ის ხალხი, ვინც ხშირად ჩატაობს ან სოციალურ მედიას იყენებს, ნაკლებად „მოაზროვნეა“ და „ნაკლებ მნიშვნელოვანი მორალური მიზნები“ აქვთ ცხოვრებაში.
ტექნოლოგიური მწერალი ნიკოლას კარი პულიცერის პრემიაზე ნომინირებულ წიგნში „ზერელე ადამიანები“, განიხილავს შესაძლებლობას, რომ ინტერნეტი ცვლის „ჩვენი ფიქრის, კითხვისა და დამახსოვრების გზებს“.
მწერალს მიაჩნია, რომ ინტერნეტმა შეამცირა ადამიანის აზროვნება, რისი მიზეზიც ინტერნეტ-კომუნიკაციებისათვის დამახასიათებელი სისწრაფეა, რაც გამოიხატება მოკლე კომენტარებში, წერილებსა და პოსტებში, რაც დიდ დროს არ მოითხოვს.
„ზერელეობის ჰიპოთეზა“ ამტკიცებს, რომ „ინტერნეტთან მუდამ წვდომამ, მუდამ თან მქონე პორტატულმა მოწყობილობებმა და მათი საშუალებით სოციალურ მედიასთან წვდომამ დრამატულად შეამცირა ჩვენი ყოველდღიური აზროვნება“.
იდეა იმაში მდგომარეობს, რომ რაც უფრო მეტად ვიყენებთ მოკლე და სწრაფ კომუნიკაციებს, მით უფრო ცოტას და სწრაფად ვფიქრობთ, რაც თავის მხრივ აზროვნების დაქვეითებას იწვევს.
უისკონსინის უნივერსიტეტის მიერ 2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ 2 314 სტუდენტიდან, რომლებიც კვლევაში იღებდნენ მონაწილეობას, მათ, ვინც უფრო ხშირად ჩატაობდნენ, „ჰქონდათ ისეთი თვისებები, მიზნები და დამოკიდებულებები, რომლებიც ნაკლებ ინტერესიანი და ნაკლებად მოაზროვნე ადამიანებისათვისაა დამახასიათებელი“.
კიდევ ერთმა სხვა კვლევამ აჩვენა, რომ ჩატაობა და სოციალური მედია მორალურ და კოგნიტურ დაკნინებას განაპირობებს.
კვლევამ ასევე დაადგინა, რომ ის ადამიანები, რომლებიც მეტად იყენებენ სოციალურ მედიას, უფრო ნაკლებად გონიერნი იყვნენ იმ პირებთან შედარებით, რომლებიც მას შედარებით იშვიათად იყენებენ.
წყარო: The Independent