სტანისლავ ბონდარენკო მიხეილ ცხვიტარიძის დასახმარებლად დღეს საქველმოქმედო სპექტაკლში და კონცერტში მონაწილეობს (ფოტო)

სტანისლავ ბონდარენკო დღეს მოზარდ მაყურებელთა თეატრში გამართულ საქველმოქმედო სპექტაკლ „მე, ბებია, ილიკო და ილარიონში“ ზურიკელას როლს შეასრულებს.
დღესვე მსახიობის მონაწილეობით, 21:00 საათზე, კაფე floor 8-ში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. შემოსული თანხა 17 წლის მიხეილ ცხვიტარიძის ანგარიშზე გადაირიცხება, რომელსაც გერმანიაში გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება. სპექტაკლის ბილეთების ფასი 30 ლარიდან 50 ლარამდე იქნება, ხოლო საქველმოქმედო ვახშამზე დასწრება მსურველებს 100 ლარად შეეძლებათ. საქველმოქმედო კონცერტზე იმღერებენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები, ხოლო სუხიშვილები იცეკვებენ.

12834664_1149494431762066_532842139_n

კომენტარები

სხვა სიახლეები