90 წლის ასაკში ლეგენდარული ჯგუფის, „ბითლზის“ პროდიუსერი, ჯორჯ მარტინი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ჯგუფის ყოფილმა დრამერმა რინგო სტარმა ტვიტერში დაწერა.
ჯორჯ მარტინი ჯგუფის სოლისტების პლასტიკაზე ზრუნავდა.
„ღმერთო, ნათელში ამყოფე ჯორჯ მარტინის სული. ძალიან მოგვენატრება. მადლობა მას იმ თავისი სიყვარულისა და მზრუნველობისთვის, რომელსაც ჯგუფის ყველა წევრის მიმართ იჩენდა“,- წერს რინგო სტარი.
ჯორჯ მარტინს ჯგუფში „მეხუთე ხოჭოდ“ მოიხსენიებდნენ. ის ჯგუფის საქმიანობაში ხშირად კომპოზიტორის ამპლუაშიც მონაწილეობდა. სწორედ მისი შექმნილია „ბითლზის“ ერთ-ერთი ჰიტი „Yesterday“.
სხვა სიახლეები