8 მარტს დაბადებულ ბავშვთა უმრავლესობა მდედრობითი სქესისაა

სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ხარისხის მართვის სამსახურმა, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კვლევა ჩაატარა. კვლევის მიზანს წარმოადგენდა, თუ რომელი სქესის უფრო მეტი წარმომადგენელი დაიბადა 8 მარტს.
სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 8 მარტს დაბადებული 16 708 ადამიანი ცხოვრობს, 10 211 (61.11%) ქალბატონი და 6 497 (38.89%) მამაკაცი. 8 მარტს ყველაზე მეტი ბავშვი 1990 წელს დაიბადა. ამ წელს ქალთა საერთაშორისო დღეს დაბადებული 272 ადამიანია დარეგისტრირებული. 8 მარტს დაბადებულთა უმეტესობა – 4 278 პირი დედაქალაქში ცხოვრობს. რაც შეეხება რეგიონებს, 8 მარტს დაბადებულებთა უმრავლესობა იმერეთში (2147), ქვემო ქართლში (2028), კახეთში (1465) და აჭარაში (1452) ცხოვრობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები