კომპანია “კავკასიის გენეტიკა” მსხვილფეხა პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების შემსწავლელ კურსებზე კონკურსს აცხადებს. კონკურსანტისთვის აუცილებელია ზოგადი ცოდნა მეცხოველეობაში, პატიოსნება, შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა და კომუნიკაბელურობა. კონკურსანტების ასაკი კი 23- 35 უნდა მერყეობდეს. გარდა ზემოთ აღნიშნული მოთხოვნებისა, აუცილებელია კონკურსანტს, პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების შემსწავლელ კურსებზე, მოტივაციის მაღალი დონეც ჰქონდეს.
„კომპანია “კავკასიის გენეტიკა” აცხადებს კონკურსს ტექნიკოსებისათვის, მსხვილფეხა პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების შემსწავლელ კურსებზე, შემდეგი რაიონების მკვიდრთათვის: ლაგოდეხი, გურჯაანი, ყვარელი, დმანისი, ბოლნისი, წალკა, ონი/ამბროლაური, ახალციხე, მესტია, საგარეჯო.
კანდიდატები გაივლიან 10-დღიან თეორიულ და პრაქტიკულ კურსს ევროპის ერთ-ერთ წამყვან სანაშენე ცენტრსა და უნივერსიტეტში.
მოთხოვნები:
** ასაკი 23-35 წლამდე;
** მოტივაციის მაღალი დონე;
** პროფესიის დაუფლების მაღალი ინტერესი;
** სურვილი მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების და შესაბამისად, საკუთარ რაიონში ხელოვნური განაყოფიერების ტექნიკოსად მუშაობის;
** ცოდნა ზოგად მეცხოველეობაში;
** პატიოსნება, შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა, კომუნიკაბელურობა;
** სასურველია: ზოოტექნიკური ან ვეტერინარული განათლება.
ტრენინგის მონაწილეები შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე და მიიღებენ დაფინანსებას. ასევე, კავკასიის გენეტიკა ხელს შეუწყობს შერჩეული კანდიდატების ჩამოყალიბებას, როგორც დამოუკიდებელი სპეციალისტები, იზრუნებს მისი ბიზნესის განვითარებაზე და ასევე მათ შემდგომ დასაქმებაზე“,- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.