კვერცხი – 5 ცალი,
შაქარი – 100 გრ,
კარაქი – 100 გრ,
შავი შოკოლადი – 1 ფილა,
კაკაო – 3 ს/კ, კონიაკი – 2 ს/კ.
მომზადების წესი: შოკოლადი კარაქთან ერთად გავადნოთ, კონიაკი დავამატოთ და წამოდუღების მერე გადმოვდგათ. მანამდე 5 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ და ნელ-ნელა ჩავაყაროთ 50 გრ შაქარი. კვერცხის გულები კი კარგად ავთქვიფოთ 50 გრ შაქართან ერთად და ჩავყაროთ კაკაო. შევურიოთ გამდნარ შოკოლადს, შემდეგ კი – კვერცხის ცილას. მასა გადაიტანეთ ჭიქებში და შედგით საყინულეში.