მომღერალსა და მსახიობს ნატალია ორეიროს უკვე 6 თვეა სერიალში „კანიბალებს შორის“ იღებენ. პარტნიორობას მას ცისფერთვალა, მომხიბვლელი ბენჯამინ ვიკუნი უწევს. ბენი, როგორც მას მეგობრები მოიხსენიებენ, ქალების დიდი მოყვარულია, ამის შესახებ ორეირო მეგობრებმა წინასწარ გააფთხილეს, თუმცა მათი დარიგება ამაო აღმოჩნდა. სცენარის მიხედვით, ბენს და ნატალიას ერთმანეთი უყვართ, თუმცა ეტყობა, როლში მეტისმეტად შეიჭრნენ და ცოტა გადაამეტეს. ისინი ეხვეოდნენ, ეჭირათ ერთმანეთის ხელი…
ამ დროს მათ შორის, როგორც ჩანს, ფრუიდები გაჩნდა. მათ ერთმანეთის მიმართ ისეთი მიზიდულობა გაუჩნდათ, რომ არცერთისთვის არ აღმოჩნდა დაბრკოლება, რომ ორივე მათგანი დაოჯახებულია. ბენს 7 წელზე მეტია, რაც ცოლი ჰყავს. მას მეუღლესთან ქალიშვილი ჰყავდა, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა. ნატალია ორეირო კი უკვე 14 წელია გათხოვილია. მისი და 58 წლის რიკარდო მოლიეს ოჯახმა ბევრ განსაცდელს გაუძლო. 10 წელი შვილი არ ჰყავდათ, მაგრამ წყვილს იმედი არ დაუკარგავს, უამრავი თანხა და ენერგია დახარჯეს იმისთვის, რომ შვილი ჰყოლოდათ. ათი წლის შემდეგ ბიჭი შეეძინათ. ნატალია ორეიროს საყვარელმა თავბრუ დაახვია, სანამ ძალიან ცუდი ფაქტის წინაშე არ აღმოჩნდა. ახლახან ნატალია ორეირო კონცერტის გასამართად რუსეთში გაემგზავრა. მომღერლის მოსკოვში ყოფნის დროს მისმა საყვარელმა დრო იხელთა და ახალი რომანი გააბა. ეს ფაქტი გადამწყვეტი აღმოჩნდა. მანამდე ნატალიას საყვარელი არწმუნებდა, რომ მეუღლეს გაშორდებოდა და მასთან ერთად გადავიდოდა საცხოვრებლად.
ნატალია რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ მეგობართან ცხოვრობდა და ფიქრობდა, დაბრუნებულიყო თუ არა სახლში, თუმცა მას ქმარმა დაურეკა და სახლში დაბრუნება სთხოვა. ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში მათ რესტორანში შვილის დაბადების დღე აღნიშნეს. ცოლ-ქმარი რესტორნიდან ხელიხელჩაკიდებული გამოვიდა და სახლისკენ გაემართა. ორეირომ საყვარელი მიატოვა და ქმარს დაუბრუნდა.
Prev Post
სხვა სიახლეები