ქეით უინსლეტი ისევ ფეხმძიმედაა

მსახიობი ქეით უინსლეტი მეოთხე შვილს ელოდება, – ამის შესახებ ინფორმაციას Today.com ავრცელებს.
როგორც პორტალიდან ირკვევა, ამის შესახებ მსახიობმა „ოსკარის“ შემდგომ გამართულ წვეულებაზე ორ მეგობარს აცნობა.
წვეულების სტუმრები შეესწრნენ სცენას, როდესაც ქეით უინსლეტი მეგობრებს, მსახიობ ქეით ბლანშეტს და ბრი ლარსონს ესაუბრებოდა, როდესაც ქეით ბლანშეტი აღფრთოვანებული სახით უინსლეტს მუცელზე შეეხო. ამის შემდეგ კი მილოცვის ნიშნად ისინი ქეით უინსლეტს თბილად გადაეხვივნენ. ყველა, ვინც ამ სცენას შეესწრო, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უინსლეტი ორსულადაა. ჟურნალისტებმა აქცენტი გააკეთეს იმაზეც, რომ ქეით უინსლეტი „ოსკარზე“ შავი კაბით გამოცხადდა, რომელშიც მუცლის დამალვა არცთუ ისე რთულია.

კომენტარები

სხვა სიახლეები