ინგრდიენტები:
ვაშლი – 1 ცალი,
მსხალი – 1 ცალი,
ფორთოხალი – 1 ცალი,
გარგარის ჩირი – 50 გრ.
ქიშმიში – 30 გრ.
სოუსისთვის: ლიმონი – 1/2,
თაფლი – 1 ს/კ.
დარიჩინი – 1 ჩ/კ.
მომზადების წესი: გარგარის ჩირს და ქიშმიშს მდუღარე წყალი დავასხათ და 10 წუთი დავტოვოთ. მსხალი და ვაშლი კუბიკებად დავჭრათ. ფორთოხალს კანი მოვაცილოთ და მასაც კუბიკების ფორმა მივცეთ. ხილი თასში ჩავყაროთ, ლიმონის წვენი მოვასხათ და კარგად ავურიოთ. შემდეგ ქიშმიში და სიგრძეზე დაჭრილი გარგარის ჩირი მოვაყაროთ. ცალკე თასში თაფლი, ლიმონის წვენი და დარიჩინი ერთმანეთს შევურიოთ და კარგად ვურიოთ. მიღებული სოუსი ხილს მოვასხათ და მაცივარში 5 წუთით შევდგათ.