რამდენი დატოვა „ჩაის“ ფულად ანგელა მერკელმა ბრიუსელის კაფეში?

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დროს “Maison d’Antoine“-ს კაფეს ესტუმრა. ამის შესახებ გამოცემა „bild“ წერს. კაფეს მეპატრონემ დელ ვეკიომ ამ ფაქტის ამსახველი სელფი ინტერნეტში გამოაქვეყნა. გამოცემა წერს, რომ მერკელმა იკითხა, თუ რომელი სოუსია ყველაზე გემრიელი. ოფიციანტმა მას “Andalouse“ ურჩია. საბოლოოდ ყველა კერძის ფასმა 49 ევრო და 20 ცენტი შეადგინა.
გერმანიის კანცლერმა 50 ევრო გადაიხადა და ხურდა არ აიღო. 80 ევროცენტი მან „ჩაის“ ფულად დატოვა. სოციალურ ქსელებში დავობენ – ბევრი დატოვა მერკელმა თუ „ძუნწი ქალივით“ მოიქცა.

კომენტარები

სხვა სიახლეები