რა მიზნით ესტუმრა ანა ვინტური ანუკი არეშიძეს მილანში

ქართული ბრენდი ANOUKI მართალია ჯერ ახალგაზრდაა, მაგრამ ის საკმაოდ დიდი წარმატებით სარგებლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. მის მიერ, შექმნილი ნამუშევრებით მოდის კრიტიკოსები, წამყვანი გამოცემები, ბლოგერები და მსოფლიოს მოდის წამყვანი დიზაინერები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან. ანუკი არეშიძის ბრენდის ANOUKI-ს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, ორი დღის წინ, ახალი ფოტო გამოჩნდა. კადრმა, რომელშიც ჩანს, როგორ სტუმრობენ ქართველ დიზაინერს ანა ვინტური, Franca Sozzani და Federico Marchetti, უკვე დიდი გამოხმაურება დაიმსახურა. მორიგი წარმატების შესახებ, “ambebi.ge”-ს თავად ანუკი არეშიძე ესაუბრა.

– დეტალურად გვიამბეთ “The Next Talents”-ის შესახებ?

– Vogue Italia-ს აქვს პროექტი “The Next Talents” რომელიც ყოველწლიურად იმართება მილანში და ემსახურება ახალი ტალანტების აღმოჩენას და მათ პოპულარიზაციას. პროექტის წლევანდელი გამოშვება ყველაზე მასშტაბური იყო რადგან წელს ეს პროექტი განხორციელდა მსოფლიოში ყველაზე დიდ ონლაინ მაღაზია YOOX.COM-თან ერთად და ეწოდება YOOX VOGUE ITALIA “The Next Talents 2016”

– თქვენი ფეხსაცმელებით განსაკუთრებით დაინტერესდა ჯუზეპე ზანოტი, როგორ შეაფასა მან თქვენი კოლექცია?

– საღამოს ასევე დაესწრო ფეხსაცმელების დიზაინერი Giuseppe Zanotti, რომელმაც ძალიან დიდი მოწონება გამოხატა ANOUKI-ს ბრენდის ფეხსაცმელების მიმართ, დაინტერესდა წარმოების ტექნიკით, შესრულების ხარისხით და წარმატებები უსურვა ჩვენს ბრენდს.

– როგორ გახდა თქვენი კოლექცია ანა ვინტურის, Franca Sozzani და Federico Marchetti-თვის საინტერესო?

– 24 თებერვალს აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარდა დახურული ღონისძიება, მილანში, Palazzo Morando-ში, სადაც შეიკრიბნენ მოდის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლები. ივენთის ყველაზე მნიშვნელოვანი სტუმარი იყო Anna Wintour, ამერიკული Vogue-ს რედაქტორი. ანამ დიდი მოწონება გამოხატა ANOUKI-ის ახალი კოლექციის მიმართ, განსაკუთრებით კი ფეხსაცმელები და ხელით ნაქარგი ქურთუკები მოეწონა, ასევე დაინტერესდა ჩვენი ბრენდის სამოსის ფასებით და გვითხრა, რომ დღეს მნიშვნელოვანია ხარისხის და ფასის სწორი ბალანსი, რაც ჩვენი ბრენდის შემთხვევაში დაცულია.
ანას განსაკუთრებით მოეწონა  ხელით შეღებილი ფეხსაცმელი, რომელსაც თავად ვხატავ და კოპლიმენტიც მითხრა “Anouki, you should be an artist!” ანა ვინტურის გარდა, საღამოს დაესწრო იტალიური Vogue-ს რედაქტორი Franca Sozzani, YOOX.COM აღმასრულებელი რედაქტორი Federico Marchetti, რომლებმაც ასევე საჭირო და საინტერესო რჩევები მოგვცეს ბრენდის განვითარებასთან დაკავშირებით.

– რა იქნება თქვენი სამომავლო გეგმები?

– 1 მარტიდან ANOUKI-ს ახალი კოლექცია ერთი კვირის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება პარიზში, შოურუმში “MORE DASH”, სადაც მოხდება მსოფლიოს სხვადასხვა მაღაზიების და პრესის წარმომადგენლებთან შეხვედრა, ეს არის კოლექციის გაყიდვების კამპანია, რომელიც წინა სეზონებზე წარმატებით წარიმართა და დღეს ANOUKI აზიის ყველაზე ცნობილ მაღაზიებში იყიდება, როგორებიცაა Harvey Nichols Hong Kong, Isetan Japan, Rare Market Korea და სხვა.

12742324_970062756415209_8877252395318557767_n

კომენტარები

სხვა სიახლეები