მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავი ქალები, რომელთაც „ოსკარი“ არასოდეს მიუღიათ (ფოტოკოლაჟი)

ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, გაგიკვირდებათ და ამ დრომდე არასდროს მიუღიათ ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან მონიკა ბელუჩი, ჯენიფერ ენისტონი, კირა ნაიტლი, კამერონ დიასი, სკარლეტ იოჰანსონი, ნაომი უოტსი, შერონ სტოუნი, მიშელ ფაიფერი…

თუმცა მიშელ ფაიფერი „ოსკარზე“ სამჯერ 1989, 1990, 1993 წლებში იყო ნომინირებული. შერონ სტოუნი „ოსკარზე“ ერთადერთხელ 1996 წელს, კირა ნაიტლი ორჯერ 2006 და 2015 წლებში იყო ჯილდოზე ნომინირებული. „ოსკარის“ პრეტენდენტთა შორის, არასდროს დასახელებულან იტალიელი მსახიობი, მონიკა ბელუჩი, ჯენიფერ ენისტონი, კამერონ დიასი და სკარლეტ იოჰანსონი.

წელს „ოსკარის“ დაჯილდოების რიგით 88-ე ცერემონია 28 თებერვალს ლოს-ანჟელესში გაიმართება.

კომენტარები

სხვა სიახლეები