80 წლის არმენ ჯიგარხანიანი მალულად დაქორწინდა

საბჭოთა კინოს ცნობილი ვარსკვლავი, 80 წლის მსახიობი არმენ ჯიგარხან12767689_1139952622716247_1379220258_nიანი 36 წლის ვიტალინა ციმბალუკ-რომანოვსკაიაზე მალულად დაქორწინდა.
მოსკოვში ქორწინების ცერემონიალზე მხოლოდ ახალდაქორწინებულები და მათი რამდენიმე უახლოესი მეგობარი იმყოფებოდა. თეატრს, რომელშიც ჯიგარხანიანი მუშაობს, სწორედ ვიტალინა ხელმძღვანელობს.
როგორც მსახიობის ახალგაზრდა ცოლი აცხადებს, ჯიგარხანიანზე 16 წლის გოგოსავით შეყვარებულია. ჯიგარხანიანისთვის ეს უკვე მესამე ქორწინებაა. ქორწინებამდე 3 დღით ადრე მსახიობმა იავადმყოფა. ის მაღალი სიცხით გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მამაკაცი მალევე მომჯობინდა და საკუთარ ქორწილში თავს კარგად გრძნობდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები