აშშ-ის მისურის შტატში სასამართლომ დაადგინა, რომ ამავე შტატში მცხოვრები ქალბატონის გარდაცვალება კომპანია Johnson & Johnson-ის პროდუქციის გამოყენებას უკავშირდებოდა, რის გამოც, სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, სასამართლომ კომპანიას 72 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.
შტატების საოლქო სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი გუშინ გამოიტანეს. ნაფიცი მსაჯულების სასამართლომ კომპანია თაღლითობასა და შეთქმულებაში დამნაშავედ ცნეს.
როგორც სააგენტო იუწყება, ქალბატონი წლების განმავლობაში, J&J-ის საშხაპე საშუალებებს იყენებდა. მისი გარდაცვალების მიზეზი კი საკვერცხის კიბო გახდა. ოჯახის ადვოკატის თქმით, კომპანია გაყიდვების გაზრდის მიზნით მალავდა იმ ფაქტს, რომ მათი პროდუქცია საშიში იყო და შეიძლებოდა მოქალაქეებში კიბო გამოეწვია. საუბარია პუდრის შემცველობაზე, რომელიც, იურისტის თქმით, საშიშ ნივთიერებებს შეიცავს. მისურის შტატში 1000-ზე მეტი მსგავსი საქმეა აღძრული, გარდა ამისა, 200-მდე საქმე ნიუ-ჯერსიშიც აღიძრა. ადვოკატის განცხადებით, კომპანიამ საფრთხეების არსებობის შესახებ 1980 წლიდან იცოდა, თუმცა უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიებები არ გაუტარებია.
სხვა სიახლეები