იულია ტიმოშენკომ ვარცხნილობა შეიცვალა (ფოტოკოლაჟი)
პარტია „ბატკივშინას“ ლიდერმა, უკრაინის ექსპრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ ტრადიციული უკრაინული ვარცხნილობა, რომელსაც წლების განმავლობაში ატარებდა, შეიცვალა. 55 წლის პოლიტიკოსმა ქალბატონმა თავზე რკალისებურად ჩაწნული თმები გაიშალა.