„15 წელია ყოველდღე მარიახუანას ვეწევი, არაფერი მძიმე არასდროს მიმიღია და სურვილიც არ გამჩენია“

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესახებ ინიციატივას ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმიანება.
„ეს პარლამენტარები და ვითომ ნარკოლოგები, მარიხუანის წინააღმდეგ რომ გამოდიან…. ხომ შეიძლება ზრდილობის გამო ინტერნეტში ბოლო ინფორმაცია მოიძიონ, როდესაც ასეთი ხელმისაწვდომია ყველაფერი და კომუნისტების მიერ გაცემული ბანძი დიპლომებით არ „გვემარიაჟონ“?! რა სიბნელეა! რა სამარცხვინოები არიან!
P.S: 15 წელია, ყოველდღე, მარიახუანას ვეწევი, არაფერი მძიმე არასდროს მიმიღია და სურვილიც არ გამჩენია. ახლა რამდენიმე დღეა, არ მომიწევია (იმიტომ რომ ვერ ვშოულობ), არც „ლომკა“ მაქვს და აგრესიულიც არ ვარ, მეყანწეებისგან განსხვავებით!“- წერს სტეფანე მღებრიშვილი.
dfd

კომენტარები

სხვა სიახლეები