პარიზში 94 წლის ასაკში სალომე ზურაბიშვილის დედა, ზეინაბ კედია გარდაიცვალა

სალომე ზურაბიშვილის დედა, ქართული ემიგრაციის პირმშო, ზეინაბ კედია 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქის პი12721773_1135289199849256_458851044_nრად გვერდზე გამოაქვეყნა.
ზეინაბ კედია პირველი რესპუბლიკის მთავრობაში უშიშროების მინისტრის და ნოე რამიშვილის თანამებრძოლის, მექი კედიას ქალიშვილი იყო.
კედია გასაბჭოების შემდეგ საქართველოდან წავიდა, ამ დროს მისი ცოლი ზეინაბზე ფეხმძიმედ იყო, ისინი სტამბოლში 4 წელი ცხოვრობდნენ და ზეინაბი 1921 წლის 8 ივლისს სტამბოლში დაიბადა. ოჯახი თურქეთიდან პარიზში გაემგზავრა.ზეინაბ კედიამ საფრანგეთში ემიგრაციაში მყოფ „ეროვნულ-დემოკრატიული“ პარტიის თვალსაჩინო წარმომადგენელზე, ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილზე, ლევან ზურაბიშვილზე იქორწინა. ქალბატონი ზეინაბი საქართველოში პირველად ქალიშვილთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად, 1986 წელს ჩამოვიდა.
12767707_1135289196515923_858378196_n 12736086_1135289179849258_2082488478_n

კომენტარები

სხვა სიახლეები