ევროპაში პოლიტიკოსისთვის შეურაცხმყოფელი სელფის გამო მამაკაცი დააჯარიმეს

პარიზის რაიონულმა სასამართლომ მომღერალ მადონას ყოფილი შეყვარებული, მოცეკვავე ბრაზიმ ზაიბატა ერთი ევროთი დააჯარიმა. ჯარიმის მიზეზი მარი ლე პენის „ეროვნული ფრონტის“ თანადამფუძნებელთან ერთად ჩუმად გადაღებული სელფი გახდა.
მოცეკვავემ პოლიტიკოსთან სელფი თვითმფრინავში მაშინ გადაიღო, როდესაც მამაკაცს ეძინა. ფოტო პარიზი-ნიცას რეისზეა გადაღებული. სელფი ახალგაზრდა მოცეკვავემ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა წარწერით: „აიძულეთ ხალხსი, წავიდნენ არჩევნებზე და რომ მათ ძმური საფრანგეთი შეინარჩუნონ“.
როდესაც ინტერნეტში გამოქვეყნებული ფოტო მარი ლე პენმა ნახა, მისი თანაგუნდელის პირადი ცხოვრების უფლების დარღვევისა და შეურაცხყოფისთვის მოცეკვავისგან 50 ათასი ევროს გადახდა მოითხოვა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ფოტო იუმორისტული იყო, თუმცა მოცეკვავის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე წარწერა პოლიტიკურად ჩათვალეს. სასამართლომ მას მინიმალური ჯარიმა, ერთი ევრო დაუწესა და ფოტოს წაშლა მოსთხოვა.

კომენტარები

სხვა სიახლეები