კანადელმა მამაკაცმა 30-წლიანი ამნეზიის შემდეგ საკუთარი სახელისა და ოჯახის გახსენება შეძლო

51 წლის კანადელმა მამაკაცმა, რომელიც 30 წელია ამნეზიით არის ავად, როგორც იქნა, საკუთარი სახელისა და ოჯახის გახსენება შეძლო. ის სოციალურ სამსახურში მივიდა და განაცხადა, რომ ედგარ ლატიულიპი ჰქვია და წარმოშობით ონტარიოს პროვინციის ქალაქ კიტჩენერევიდან არის.
მამაკაცმა მეხსიერება 1986 წელს 21 წლის ასაკში დაკარგა. მან თავის ძლიერი ტრავმა მიიღო, რის გამოც საკუთარი ვინაობაც კი დაავიწყდა. 30 წლის მანძილზე ის ოფიციალურად უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ოჯახი კი თვლიდა, რომ გარდაიცვალა. სინამდვილეში მამაკაცი ამ დროს ქალაქ სენტ -კეტრისში იმ ადგილიდან ერთი საათის სავალზე ცხოვრობდა, სადაც დაიბადა. ედგარის ოჯახს ეს სასიხარულო და დაუჯერებელი ამბავი უკვე აცნობეს. მამაკაცი დიდი ხნის განშორების შემდეგ ოჯახთან შესახვედრად ემზადება.

კომენტარები

სხვა სიახლეები