ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ ІІ, როგორც აღმოჩნდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხშირად სარგებლობს.
ახლახან დედოფალი ნორფოლკიდან, სადაც შვებულებას ატარებდა, ჩვეულებრივი ელექტრომატარებლით დაბრუნდა. გზა მას 54,9 ფუნტი სტერლინგი დაუჯდა.
როგორც ბრიტანული სააგენტო The Telegraph-ი იტყობინება, ზამთრის არდადეგებს ის ტრადიციულად ნორფოლკის საგრაფოში ატარებს და უკან ყოველთვის მატარებლით ბრუნდება. თუმცა ვაგონი, რომლითაც ის მგზავრობს, რაღა თქმა უნდა, პირველი კლასის არის.
„დიდი პატივია, როდესაც დედოფალი სარკინიგზო ტრანსპორტის მომსახურებით სარგებლობს. მე მას ვკითხე, კმაყოფილი იყო თუ არა ნორფოლკში დასვენებით, რაზეც დადებითად მიპასუხა“, – აცხადებს რკინიგზის სადგურის უფროსი კინს-ლინ გრემ პრეტი.
სხვა სიახლეები