iPhone 7 Ultra-ს პირველი კადრები სოციალურ ქსელს იპყრობს (ვიდეო)

2016 წელი ახალი ტექნოლოგიების მოყვარულთათვის სიურპრიზებით სავსე იქნება. განსაკუთრებით კი, მათთვის, ვინც Apple-ს ერთგული მომხმარებელია. მას შემდეგ, რაც კომპანიამ iPhone 6 და iPhone 6+ წარმოადგინა, ხოლო მოგვიანებით, მათი გაუმჯობესებული S სერია გამოუშვა, მომხმარებლებში გაჩნდა ეჭვი, რომ 2016 წელს, ბრენდი სრულიად ახალ და გამაოგნებელ მომავლის მობილურ ტელეფონს შექმნის.
მეექვსე სერიების შემდეგ, მობილური ბაზარი iPhone 7-ს ელოდება. წინასწარი ინფორმაციით, ეს არ იქნება მხოლოდ მეშვიდე ან მეშვიდე S სერია. Apple ამზადებს iOS-ის ახალ სისტემას, რომელიც მობილური აპლიკაციების მოხმარებასა და შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის. iPhone 7 იქნება Ultra ტექნოლოგიებით დამზადებული, წინა მოდელებთან შედარებით, დიდი და მსუბუქი. ახალი პროდუქტის ზედაპირი მთლიანად იქნება მორგებული სენსორულ ეკრანზე.
საგრძნობლად გაუმჯობესდება როგორც, წინა ხედვის, ასევე Self კამერის ხარისხი და მაქსიმალურად დაიხვეწება ღამით გადაღების შესაძლებლობები.
წინასწარი პროგნოზით, iPhone Ultra 7-ს ბაზარზე 2016 წლის სექტემბერში ვიხილავთ. მანამდე კი, გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ასახულია iPhone-ის მომდევნო მოდელის სავარაუდო გრაფიკული ვიზუალი.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

წყარო: http://www.okmagazine.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები