საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოესი დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, თუმცა სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურის კლებას არ ვარაუდობენ.
როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, ხვალ, 11 თებერვალს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე დღის პირველ ნახევარში აღმოსავლეთის ძლიერი ქარი შენარჩუნდება.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 15 გრადუსამდე გათბება, ხოლო აღმოსავლეთში, 7 გრადუსამდე. შემდგომი დღეების განმავლობაში, მათ შორის 14 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
სხვა სიახლეები