სინდი კროუფორდი საკუთარი თავის პაროდიაში გადაიღეს (ვიდეო)

ცნობილმა ტოპმოდელმა, 49 წლის სინდი კროუფორდმა „პეპსის“ რეკლამაში საკუთარი როლი 24 წლის შემდეგაც გაიმეორა. „პეპსის“ რეკლამა, რომელიც 1992 წელს მოდელის მონაწილეობით გადაიღეს, მთელ მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობდა.
მსახიობმა როლი მცირედი ცვლილებებით კვლავაც გაიმეორა, თუმცა ამჯერად რეკლამაში მას პარტნიორობას ბრიტანელი ტელეწამყვანი ჯეიმსონ კორდერონი უწევდა. ახალი რეკლამა თითქმის ზუსტად იმეორებს ძველ რეკლამას – მოდელს მოკლე ჯინსის შორტი და უბრალო თეთრი მაისური აცვია. ძვირფასი მანქანიდან გადმოდის წყურვილის მოსაკლავად.
ორიგინალურ ვერსიაში სინდი ყოველგვარი სირთულის გარეშე იღებს სასმელს, რეკლამის პაროდიაში კი მას სასმელის აპარატი უფუჭდება და ამ დროს ჯეიმს კორდენი ეხმარება. აღსანიშნავია, რომ ახალი რეკლამა ნაციონალური საფეხბურთო ლიგის საფინალო მატჩს მიეძღვნა.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები