25 წლის შემდეგ ედვარდისა და ვივიენის ისტორია კვლავაც გაგრძელდება. მსახიობმა რიჩარდ გირმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში მცირე განცხადება გამოაქვეყნა. გირის განცხადებით, „ლამაზმანის“ შემქმნელები მზად იყვნენ, ფილმის გაგრძელება გადაეღოთ, თუკი მსახიობის „პოსტი“ ამ იდეის შესახებ მილიონ მოწონებას დააგროვებდა.
ტექსტის გამოქვეყნებიდან 12 საათის შემდეგ მოწონებების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. ამის შემდეგ კინოპროდიუსერებმა და სცენარისტებმა ფილმზე მთავარი როლების შესასრულებლად მოწვევა მსახიობებს უკვე გაუგზავნეს.
როგორც ამერიკული მედია წერს, წინადადება იმდენად მაცდურია, რომ მსახიობები, სავარაუდოდ, მასზე უარს ვერ იტყვიან. წინასწარი ინფორმაციით, ჯულია რობერტსი და რიჩარდ გირი „ლამაზმანის“ მეორე ნაწილში მონაწილეობისათვის 7-ციფრიან ჰონორარს მიიღებენ.
„ლამაზმანის“ პირველი ნაწილი 1990 წელს გამოვიდა და იმ დროისთვის ერთ-ერთ ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმად იქცა. ვივიენის როლი ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი როლი აღმოჩნდა ჯულია რობერტსისთვის. ვივიენმა მას დიდი აღიარება და წარმატება მოუტანა.
სხვა სიახლეები