7 ქალური ხუმრობა, რომელიც მამაკაცებს ძალიან აღიზიანებთ

როგორ საოცარ იუმორის გრძნობასაც არ უნდა ფლობდეთ, არსებობს თემები, რომელზე ხუმრობაც ქალებს ეკრძალებათ. თუნდაც ორივემ გაიცინოთ თქვენს ხუმრობაზე, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მას ესიამოვნა. წარმოგიდგენთ ხუმრობებს, რომლებიც მამაკაცებს აღიზიანებთ:

1 – ხუმრობა მის გარეგნობაზე

არსებობს მოსაზრება, რომ მამაკაცები საკუთარ გარეგნობას ყურადღებას არ აქცევენ და მათთვის სულერთია მაისურის ქვეშ პრესის „კუბიკების“ მაგივრად ფუმფულა ღიპს თუ ატარებენ. სისულელეა! მამაკაცები საკუთარი გარეგნობის მიმართ გულგრილნი სრულაც არ არიან. ხუმრობა მათ წონაზე, სიმელოტეზე, ზომაზე დიდ ყურებსა ან ცხვირზე, მათ თავმოყვარეობაზე მოქმედებს.

2 – ხუმრობა პიროვნულ თვისებაზე

ძილში ლაპარაკობს, ან საშინლად ხვრინავს მთელი ღამე? თქვენ კი დასცინით? გახსოვდეთ, რომ ხუმრობას უკონტროლო „დეფექტზე“ გაბრაზება მოჰყვება. რა მისი ბრალია თუ ცხვირის ძგიდე გამრუდებული აქვს?

3 – ხუმრობა თავმოყვარეობაზე

თქვენი საყვარელი მამაკაცი საკუთარ თავს ბევრ დროს უთმობს? ხვალინდელი დღისათვის ტანისამოსს წინასწარ არჩევს და შესაფერისი ჰალსტუხის შერჩევას ათ წუთს ანდომებს? გასაკვირი არ იქნება, თუ თქვენი ხუმრობის ტექსტი შემდეგნაირი იქნება: „რა ქალივით იპრანჭები?“

ფრთხილად იყავით ასეთ ჟესტებთან, ქალური თვისებების ბრალდებაზე არცერთი მამაკაცის თავს არ დაიყრუებს და შესაძლოა ზოგიერთმა ქვაც კი გესროლოთ.

4 – ხუმრობა სექსზე

თუ საქმე მამაკაცის ინტიმურ შესაძლებლობებს ეხება, ეს მათთვის მტკივნეული თემაა. თუ მის წარუმატებელ მცდელობაზე იხუმრებთ, ის ამას დაცინვად აღიქვამს. უარეს შემთხვევაში კი იფიქრებს, რომ ქალის დაკმაყოფილება არ შეუძლია. ეს კი მამაკაცებისათვის ნამდვილად საშინელი სასჯელია.

5 – ხუმრობა საყვარელ დედაზე

როგორი უდანაშაულოც არ უნდა იყოს თქვენი ხუმრობა დედამთილზე (მომავალ დედამთილზე), მამაკაცები ამას ყველა შემთხვევაში უარყოფითად აღიქვამენ. ასე, რომ სანამ მისი კულინარიული შესაძლებლობებითა და ძველმოდური ჩვევებით გართობას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, პასუხად ან თქვენს დედას მოიხსენიებენ, ან აგრესიის წვიმა წამოვა.

6 – ხუმრობა წარუმატებელ საჩუქარზე

თუ დაბადების დღეზე მისგან ბრილიანტის ბეჭედს ელოდებით, ის კი ყვავილების ვაზას გაჩუქებთ, არ ანერვიულდეთ და არ დასცინოთ. მისი საქციელი სულაც არ ნიშნავს, რომ არ უყვარხართ და არც ბოროტი განზრახვით აურჩევია საჩუქარი.

7 – ხუმრობა შემოსავალზე

მოხდა ისე, რომ მასზე მეტი ანაზღაურება გაქვთ და თავს ვერ იკავებთ ხუმრობით მაინც არ გაუსვათ ამას ხაზი? არ ღირს ამის შეხსენება, ეს მანაც კარგად იცის.

კომენტარები

სხვა სიახლეები