საუკეთესო მძღოლების ტოპ ხუთეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

   ერთ-ერთმა ამერიკულმა ონლაინ გამოცემამ საინტერესო კვლევა ჩაატარა, იმის შესახებ თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები რა სახის დამოკიდებულებით გამოირჩევიან ავტომობილის მიმართ.
აღმოჩნდა, რომ იმის მიხედვით თუ რომელ ზოდიაქოს ნიშანზეა დაბადებული “მძღოლი” განისაზღვრება ის თუ რამდენად უსაფრთხოა ამ ადამიანის გვერდით მგზავრობა სხვებისთვის. წინა სტატიაში ჩვენ უკვე ვისაუბრეთ “ზოდიაქოს ცუდი მძღოლების” შესახებ. ამჯერად კი დრო დადგა გაგაცნოთ ყველაზე ფრთხილი, დაკვირვებული ადამიანები, რომელთაც “რკინის ცხენის” მართვისას, მშვიდად შეგიძლიათ ენდოთ…
ყველაზე დინჯი, კანონმორჩილი და დაკვირვებული მძღოლების სიაში მოხვდნენ თხის რქები. ამ ადამიანებს ხასიათში თანდაყოლილი დისციპლინისკენ მიდრეკილება, ყოველთვის კარგს სამსახურს უწევს მათ იმ დროს, როცა საჭესთან ზიან. თხის რქა ყოველთვის იცავს წესრიგს და იშვიათად ცდილობს მრავალსაათიან საცობებშიც კი, დანიშნულების პუნქტამდე საგზაო ნიშნების დარღვევით გაიკვალოს.
არანაკლებ კარგი მძღოლები არიან მიწის სტიქიის კიდევ ერთი წარმომადგენლები – ქალწულები. ქალწული დეტალიზაციის უზადო ნიჭითაა დაჯილდოებული, ამიტომ ასეთ ადამიანს უმცირესი წვრილმანიც არ გამორჩება მხედველობის არედან. სწორედ ამ თვისებას უნდა უმადლოდნენ ისინი იმას, რომ ძალზე ხშირად ახერხებენ ავარიული სიტუაციებიდან თავის დაძვრენას მით უმეტეს, როცა ამ მხრივ მათი დანაშაული არაფერია. ქალწულის კიდევ ერთი სახასიათო შტრიხი – სხვებზე ზრუნვის საოცარი უნარია. ამიტომ ასეთი ადამიანები ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან მგზავრებს საკუთარ მანქანაში და მაქსიმალურად ზრუნავენ ამ უკანასკნელთა უსაფრთხოებაზე.
მესამე საპატიო ადგილი “საჭის პროფესიონალებს” შორის, რაც არ უნდა გაგიკვიდრეთ საკუთარი თავქარიანობით განთქმულმა ტყუპმა დაიკავეს. ტყუპი ზოდიაქოს მესამე სახლის მმართველია, რომელსაც თავის მხრივ ტრანსპორტის თემის “კურირება” ევალება. ამიტომ რეალურ ცხოვრებაში მოუსვენარი და ცვალებადი ტყუპი, ავტომობილის მართვისას გასაოცარ ოსტატობასა და გამჭრიახობას ავლენენ. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ხალხი ხელის გასაოცარი მოქნილობით გამოირჩევა, ამიტომ ავარიული და სახიფათო სიტაუციებიდან “მშრალად გამოძვრომა” როგორც წესი, არც ერთ ტყუპს არ უჭირს.
ტყუპს კვალდაკვალ მოსდევენ სანიმუშო მძღოლების ხუთეულში, ჰაერის სტიქიის კიდევ ერთი წარმომადგებლები – მერწყულები. მერწყულის ზოდიაქოს “მმართველობაში” არამხოლოდ ტექნიკა და ინტერნეტი, ნებისმიერი ტიპის მექანიზმები და მათი მართვის ქვეცნობიერი ცოდნაც მოიაზრება. ამიტომ ძალიან ბევრი მერწყული მძღოლი, თავად შლის და აწყობს ხოლმე დაზიანებულ ავტომობილს. თანაც ისე, რომ ბოლომდე არც კი იცის ამა თუ იმ დეტალის სპეციფიკური სახელწოდება. ამასთან ერთად, მერწყულს გასაოცარი წინასწარხედვის ნიჭი აქვს, რის ხარჯზეც იგი კარგად ახერხებს თავიდან აირიდოს ხოლმე უსიამოვნო შემთხვევები ავტომობილის მართვის პროცესში.
დაბოლოს, მეხუთ ადგილის “ბედნიერი მფლობელები” არც მეტი არც ნაკლები – კირჩხიბები გახდნენ. ალბათ გიკვირთ მათი ხილვა ამ საპატიო ხუთეულში, მაგრამ ის ვინც კირჩხიბის ზოდიაქოს ახლოს იცნობს დამეთანხმება, რომ ეს ადამიანები გარეგნული “პანიკიორობის” უკან, გასაოცარი თვითგადარჩენის ინსტინქტს მალავენ. კირჩხიბი უზომოდ მზურნველი ნიშანია, შესაბამისად, ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ მისი თავდადება უზომო და უსაზღვროა. აქედან გამომდინარე, ეს ხალხი არასოდეს აგდებს საფრთხის ქვეშ არც საკუთარ და არც ძვირფასი ადამიანების სიცოცხლეს, როცა საქმე საჭის მართვას ეხება.

კომენტარები

სხვა სიახლეები