მოგცემთ თუ არა სამყარო შანსს რომ გამდიდრდეთ – ამას თქვენი ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს

   როგორც ასტროლოგებს მიაჩნიათ გამდიდრების და დიდი ფულის შოვნის შანსს, ყოველთვის როდი განაპირობებს ის თუ რამდენად შრომისმოყვარე, ეკონომიური მხარჯველი ან კომერციული ნიჭის მქონეა ესა თუ ის ინდივიდი. ძალზე ხშირად ბევრს უბრალოდ უმართლებს, ხვდება საჭირო დროს, საჭირო ადგილას და აქვს ბედნიერება აკეთოს საქმე რომელიც მას სიამოვნებას ანიჭებს. იმის კეთება კი რისი კეთაბაც გიყვართ, ადრე თუ გვიან ყოველთვის იძლევა მატერიალურ შემოსავლებს. სიმდიდრე რომლის შესახებაც ადამიანების 98% ოცნებობს, ხშირად ვიღაცისთვის უბედურების და სირთულეების მიზეზიც შეიძლება გახდეს ცხოვრებაში. იმის მიხედვით, თუ რამდენად მაღალია ადამიანში სულიერების დონე, განისაზღვრება მისი დამოკიდებულება ფულთან მიმართებაში. ამიტომაც ხდება რომ ზოგს, დიდი ფული უბრალოდ „აფუჭებს“ და დეგრადაციის გზაზე დადგომას აიძულებს, ისე რომ ხშირად თავადაც ვერ გაუცნობიერებია ეს. აქედან გამომდინარე სამყარო კანონზიმიერია და შესაბამისად, ყველას როდი აძლევს შანსს მატერიალური კუთხით მაღალ მაჩვენებელს მიაღწიოს, ზოგიერთისთვის სიმდიდრე და დეგრადაცია შესაძლოა სინონიმებად იქცეს ცხოვრებაში.
მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრი ასტროლოგი აწარმოებს პირად პრაქტიკას და დაკვირვებას იმაზე, მაინც რა ნიშნით არიან შერჩეული ის ადამიანები კოსმოსის მიერ ვისაც ეძლევა შანსი დიდი ფული გამოიმუშაოს. როგორც ასტროლოგიური სტატისტიკა ცხადყოფს, ყველაზე ქუდბედიანები – მშვილდოსნები მსოფლიოს მდიდარ ადამიანთა სიაში ერთობ მოკრძალებულ ბოლო ადგილებს იკავებენ. ამაში დამნაშავე ფულის უთავბოლოდ ფლანგვის სიყვარულია, რომელიც მშვილდოსნების 90% ახასიათებს.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სიმდიდრეს კარგად აგროვენებ ვერძები და ტყუპები. როგორც ცნობილია ორივე ნიშანი ერთობ იმპულსური და არცთუ ეკონომიური დამოკიდბულებით გამოირჩევა ფულთან მიმართებაში. ასტროლოგებს მიაჩნიათ რომ ამ ორის შემთხვევაში საუკეთესო ინვესტიცია მათივე ინტელექტი და ფანტაზიის უნარია. ვერძიც და ტყუპიც ნოვატორული ხედვის მქონე, აქტიური, დინამიური ნიშანია. შესაბამისად ბევრი მათგანი სწორედ ამ თვისებების წყალობით მდიდრდება.

მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი შრომის, გონივრული ეკონომიის და წინდახედულების ხარჯზე მდიდრდებიან ქალწულები და თხის რქები. თუმცა კიდევ ერთ მიწის ნიშანს, კუროს იშვიათად უწევს რომ გახდეს დიდი ფულის მფლობელი. მიზეზი ნაკლები ამბიციებია. ქალწულებს და თხის რქებს კი ფულის შოვნასთან ერთად, კარიერული ამბიციებიც აწუხებთ.

უამბიციოთა და შედარებით პასიურთა სიაში არიან თევზები და სასწორები. აქვე ისიც უნდა ითქვას რომ ერთიც და მეორეც ე.წ „გაორებული ნიშნის“ წარმომადგენელია, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ საკუთარ თავში არსებული ქაოსის და ყოყმანის დასაძლევად. ამის გამო ბევრი მათგანი უშვებს კარგ შანსებს უკეთესი ფინანსური მომავლის შესაქმნელად.
განსაკუთრებით ამბიციურთა კატეგორიაში ხვდებიან ლომები და მორიელები. ამ ხალხს როგორც წესი ცხოვრების მანძილზე გასაოცარი აღმასვლა-დაცემის პერიოდების გადატანა უწევს ფინანსური კუთხით. პრობლემა კი ის არის, რომ ერთიც და მეორეც მიდრეკილია სხვების ხარჯზე გამდიდრდეს, მოსწონს უფროსობა, ვერ იტანს დაქვემდებარებულის როლში ყოფნას და ფინანსური მადა, ხშირად უსწრებს მათ რეალურ შესაძლებლობებს. შესაბამისად დიდ სიმდიდრეს, ხშირად მოსდევს მათ ცხოვრებაში აბსოლუტური სიღატაკის ან სამართლებრივი დავის პრეცენდენტი.
და ბოლოს ფინანსებთან დამოკიდებულებაში პოლარულად განსხვავებული მიდგომა აქვთ მერწყულებს და კირჩხიბებს. კირჩხიბების უმეტესობა რაც არ უნდა გაგიკვირდეთ მდიდარი, მოსალოდნელი სიღარიბის შიშით ხდება. ამ ხალხის უმეტესობას პანიკურად ეშინია იმის, რომ ერთ დღესაც გაიღვიძებს და მშიერი დარჩება ოჯახის წევრებთან ერთად. ამიტომაც ცდილობს გამოიმუშაოს მეტი და მეტი. პლუს ამას თითქმის ყოველთვის წუწუნებს ფულზე და არასოდეს მიაჩნია თავი მდიდარ ადამიანად.
რაც შეეხება მერწყულს, მას ფული და კაპიტალის დაგროვება არასოდეს აინტერესებს. ფულის მიმართ მარტოოდენ „მომხმარებლური“ დამოკიდებულება გააჩნია. სჭირდება სხვადასხვა სახის კეთილი საქმის ან ახირებული იდეის განსახორციელებლად. თუმცა როგორც დაკვირვებები ცხადყოფს ვინ თუ არა მერწყული, ყველაზე ხშირად ხდება დიდი ფულის პატრონი რომელსაც არასოდეს დაჰკანკალებს, ასტროლოგები თვლიან რომ მერწყულის ქუდბედიანობას მისივე დამოკიდებულება განაპირობებს ფულის მიმართ – გაიხსენეთ მერწყულის სიმბოლო, რომელიც მთელს კაცობრიობას „არწყულებს“, ასევე ზოდიაქოს ნიშნით მერწყულიც, მისთვის არ არსებობს სოციალური დაყოფა, შესაბამისად საკუთარ სიმდიდრეს იგი დიდსულოვნად უნაწილებს საზოგადოების ნებისმიერი ფენის წარმომადგენელს. ჰოდა, როცა გაცემა-მიღების ბალანსი დაცულია რაღა თქმა უნდა სამყარო ასეთი ადამიანისთვის არაერთ შანსს გამოიმეტებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები