თბილისის საკონცერტო დარბაზში 14, 15, 16 იანვარს კრის ბოტი, მის ბენდთან ერთად, კონცერტს გამართავს. ამავე კონცერტში მონაწილეობას ქართველი ტენორი, ოთო ჯორჯიკია მიიღებს.
„ამ ყმაწვილს ჩემს მშობლიურ თბილისში ვუშვებ და მე მის მშობლიურ ნიუ-იორკში ვრჩები! პირველი შემთხვევაა, თბილისში ერთად რომ არ ვიდგებით სცენაზე, გული გვწყდება ორივეს… ჩემი ბანკის SOLO-ს კლიენტებს კი წინ სიამოვნება ელით – თბილისის საკონცერტო დარბაზში კრის ბოტის და მისი არაჩვეულებრივი ბენდის მოსმენის სახით! განსაკუთრებულად კი ის მახარებს, რომ კონცერტის Guert Performer-ი ჩვენი შესანიშნავი მომღერალი, ტენორი ოთო ჯორჯიკია იქნება!”- წერს ნიკა რაჭველი ფეისბუქის პირად გვერდზე.