კაჭრეთში, „ამბასადორი გოლფ კლუბში“, ინტერნეტჟურნალ „ფანთაიმის“ ფოტოკონკურსის, „ფანშუთის“ დაჯილდოვება გაიმართა.
ინტერნეტმომხმარებელთა გადაწყვეტილებით, პირველ ადგილზე თამარ ზოიძე გავიდა. მეორე პოზიცია სოფო ჯერენაშვილმა დაიკავა, მესამე ადგილი – ანა ძაბირაძემ.
3 გამარჯვებულთან ერთად, კომპანიებმა საკუთარი სიმპათიებიც გამოავლინეს.
„ფანთაიმის“ ინფორმაციით, ჟიურის სიმპათიის ტიტული „იმედის“ ჟურნალისტმა, ინგა შანიძემ მოიპოვა. „ფანთაიმის მეგობრის“ მუზა ლელა გვიჩიანი გახდა, რომელმაც ასევე მოიპოვა სამედიცინო ესთეტიკური ცენტრის, „ბელნატურის“ სიმპათიის ტიტული. გარდა ამისა, „დელფოსის“ სიმპათიის ტიტული ლუბა სლაბადენიუკს ერგო. გამარჯვებულებს სპონსორების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები გადაეცათ.
„ფანთაიმის“ წარმომადგენლის თინათინ გოგაშვილის განცხადებით, 100 კონკურსანტიდან ფინალში 12 გადავიდა.
„ხმის მიცემა 3-ვარსკვლავიანი პრინციპით იყო შესაძლებელი; 100 კონკურსანტიდან, ფინალში 12 გადავიდა. ერთი ვარსკვლავი ერთ ქულას შეესაბამებოდა“, – აღნიშნა თინათინ გოგაშვილმა.
ცნობისთვის, 18-25 წლამდე გოგონებს შორის შესარჩევი კონკურსი 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამარჯვებული „ფანთაიმის“ ინტერნეტმომხმარებლებმა გამოავლინეს. დაჯილდოება კაჭრეთში „ამბასადორ გოლფ კლუბში“ გაიმართა, რომელიც კონკურსის მთავარი სპონსორია.
ფოტოკონკურსის გენერალური სპონსორი „დელფოსი“, სპონსორები კი სამედიცინო ესთეტიკის ცენტრი „ბელნატურ ჯორჯია“ და „ბოდი იმიჯი“ გახლდათ.
„ფანშუთის“ სპონსორი ასევე იყო დიზაინერი, თინათინ მაღალაშვილი, რომელმაც სპეციალური პრიზი დააწესა.