მსახიობმა სტივენ სიგალმა სერბეთის მოქალაქეობა მიიღო,- ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მსახიობმა სერბეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ გადაწყვეტილება სერბეთის დედალაქში ორჯერ სტუმრობის შემდეგ მიიღო. სტუმრობისას მან აუდიენცია გამართა პრეზიდენტ ტომისლავ ნიკოლიჩასთან და პრემიერ-მინისტრ ალექსანდრა ვუჩინასთან. შეხვედრისას ხელისუფლების პირველ პირებს სტივენ სიგალმა ქვეყანაში საბრძოლო ხელოვნების სკოლის შექმნა შესთავაზა.