ირინა შეიკი 30 წლის გახდა (ფოტო,ვიდეო)

ირინა შეიხისლამოვა, იგივე ირინა შეიკი დღეს 30 წლის გახდა. მოდელი 1986 წლის 6 იანვარს რუსეთში დაიბადა. მამა – ეთნიკური თათარი იყო, დედამისი კი  რუსია. მამა 14 წლისას გარდაეცვალა, მარტო დარჩენილ დედას ორ ადგილას უწევდა მუშაობა, ოჯახს ძალიან უჭირდა.
ირინას დედის დაჟინებული თხოვნის წყალობით, მუსიკალური განათლება მიიღო. სკოლის დამთავრების შემდეგ მარკეტინგს სწავლობდა, მაგრამ მალევე მოსწყინდა და ”სილამაზის სკოლაში” შევიდა. 2004 წელს „მის ჩელიაბინსკი“, 2007 წელს კი Intimissimi-ს სახე გახდა.
2010 წელს არმანის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის მოდელი იყო, სადაც ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ გაიცნო და მათ სიყვარულზე მსოფლიო პრესა ალაპარაკდა, თუმცა ფეხბურთელი და მოდელი რამდენიმე თვის წინ ერთმანეთს დაშორდნენ და მედიისთვის ცნობილი არ არის, ვისთან ერთად აღნიშნა მოდელმა თავისი 30 წლის იუბილე.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=P3udTVG2eSk[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები